სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ემოციური მილოცვა და მე-12 კლასელთა ლამაზი გამოსამშვიდოებებელი ღონისძიება ​მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში
23-05-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. მოსწავლე-მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს სიმბოლურად თეთრ მაისურებზე სურვილები და ემოციური წარწერები დაუტოვეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

მე-12 კლასელებმა სკოლის ეზოში ერთგვარი პერფორმანსი დადგეს, მუსკალური ნომები შეასრულეს და სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს, ბოლოს კი დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ულოცავენ სკოლის დამთავრებას და მათ დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

„ბავშვებო, თქვენი სკოლა გილოცავთ ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას ეს ზარი კი არის ბოლო, თქვენი სასკოლო ცხოვრების დასრულების მანიშნებელი, თუმცა, ამავე დროს არის ახლის, მომავალი პროფესიული თუ აკადემიური ცხოვრების დასაწყისი და განცდები და ემოციები, რომლებიც გეუფლებათ ახლა, სკოლის დამთავრებისას, იმის მანიშნებელია, რომ უკვე იაზრებთ თქვენი მომავალი ცხოვრების მიმართ პასუხისმგებლობებს, მიზნებს, განხორციელების გზებს, ეტაპებს და შედეგებსაც კი რაც იმაზე მეტყველებს, რომ სკოლის, ამ ფუნდამენტის საზრისსაც სწვდებით და ხვდებით, რომ სკოლა არ არის მხოლოდ ზოგადი ცოდნის მიღების ადგილი, რომ ის, იმ წვრთნისა და უნარების შეძენა-განვითარების ადგილი და გარემო უფროა, რასაც 12 წლის მანძილზე, ყოველდღიურად იღებდით და ითვისებდით უფროსებთან და თანატოლებთან თანაცხოვრების რეჟიმში ყველა იმ თავისი ტკბილ-მწარე ეფექტით, რაც პიროვნულად ზრდის ადამიანებს, აყალიბებს მათ დამოკიდებულებებს, ასწავლის მათ ნამდვილ მეგობრობას, ურთიერთდახმარების მნიშვნელობას, სიყვარულს და ყველაფერს, რაც უკვე თქვენშია. 

ოჯახთან ერთად, სწორედ სკოლაა ის ადგილი, სადაც წყენა და არასასიამოვნო მოგონებაც კი იმაზე მეტს გვაძლევს და იმაზე მეტად გვზრდის ემოციურად და პიროვნულად, ვიდრე ეს ახლა წარმოგიდგენიათ და ვიდრე თქვენთვის ყველაზე ,,ხელსაყრელი" სიტუაცია და გარემო მოგიტანდათ. ამიტომაც, იყავით მადლიერები ამ წლების, ამ ყველაზე საყურადღებოდ მნიშვნელოვანი დროის პერიოდის, იმ ადამიანების ვინც თვალი აგიხილათ, კარგი და ცუდი ერთმანეთისაგან გაგარჩევინათ და მოგცათ ცოდნა, ზოგადი, ბევრი თუ მცირე (როგორც მოინდომეთ ისეთი), რაც იგრძნობა და ჩანს, მაგრამ, ყველაზე მთავარი, რაც გაქვთ, თქვენი ცხოვრებისეული უნარები და გამოცდილებაა, რაც ზედაპირულად არ ჩანს და რაც საშუალებას გაძლევთ იყოთ წარმატებულები, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, პასუხისმგებლიანნი, საკუთარი თავის პატრონები, პატიოსანი, თავისუფალი და კეთილი ადამიანები.

ეს არჩევანია და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თქვენი (ყველა თავად ირჩევს როგორი იყოს) და იგი საამაყო უნდა იყოს თქვენი სკოლის, თქვენი მასწავლებლების, ახლობლების, თქვენი ოჯახებისთვისა და ქვეყნისათვის.

ჩვენ გვინდა იყოთ ბედნიერები და გააბედნიეროთ სხვებიც“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება