TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„მზიამ იცის“... თბილისის N127 საჯარო სკოლა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის კოორდინატორს - მზია მოწონელიძეს მადლობის წერილს უძღვნის
22-05-2025
-
+


თბილისის N127 საჯარო სკოლა​ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური, უსაფრთხო გარემოს შექმნა, რასაც სრულიად სასკოლო საზოგადოება განაპირობებს.

ვინ არიან ეს ადამიანები? - კითხვაზე პასუხი თითქოს მარტივია - ადმინისტრაცია და მასწავლებლები! თუმცა გვინდა გითხრათ, რომ მათ მხარდამხარ თითოეულ მოსწავლზე ზრუნავენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანები, რომელთაც მართალია, საკუთარი შრომა სააშკარაოზე არ გამოაქვთ, თუმცა გვერწმუნეთ სწორედ მათ მხრებზე დგას სკოლის მატერიალური ბაზა.

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება თბილისის N127 საჯარო სკოლა და გვაცნობს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს - მზია მოწონელიძეს. სკოლის წარმომადგენელთა კოლ,ექტიურ წერილს უცვლელად გთვაზობთ:

„როდესაც სკოლაზე,  სასკოლო საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, ძირითადად  ვგულისხმობთ დირექციას, პედაგოგებს, მოსწავლეებს... მაგრამ არ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთა მხრებზეც სკოლის მატერიალური ბაზა და უსაფრთხო გარემო დგას.

გვინდა გაგაცნოთ სსიპ ქალაქ თბილისის N 127 საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კორდინატორი - ქალბატონი მზია მოწონელიძე, რომლის შესახებაც დღეს სიამაყით ვსაუბრობთ.

ორი  წელია  სკოლაში  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორი წლის მანძილზე ქალბატონ მზიას ორი დღე არ დაუსვენია. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასკოლო საზოგადოება  სკოლაში კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში დაბრუნებულიყო.  შედეგი კი საოცრება იყო....

მადლობა - ძნელია, ამ ერთ სიტყვაში ჩატიო ყველაფერი, რაც გინდა რომ თქვა. არადა რამდენი რამეა სათქმელი....

ერთგული, სანდო, საიმედო, პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ახერხებს გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება.

ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მოწოდების სიმაღლეზე დგას. ყოველთვის პოულობს გზას საქმის კარგად გასაკეთებლად. არასდროს არაფერი ავიწყდება. სკოლაში ყველაფერი - „მზიამ იცის“!  - ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ყველაფერი სათანადოდ და დროულად შეასრულოს,  ან კი არის რამე რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია?! იგივეს მოითხოვს სხვებისგანაც ხშირად გაიგებთ  კოლეგებისგან სიტყვებს - „ მზია მოგვკლავს!“....

ხშირად უთქვამს ქალბატონ მზიას - „ჩემმა სამმა შვილმა დაამთავრა ეს სკოლა და ჩემთვისაც  მათსავაით  მშობლიურია ამ სკოლის კედლები“. თვით ქალბატონი მზიაც ხომ წლები იყო  სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. რამდენი თაობა გაიზარდა მის ხელში, რომელნიც დღემდე სითბოთი და სიყვარულით იხსენებენ მის ამაგს.

სკოლის დირექცია, პედკოლექტივი მადლიერნი ვართ ქალბატონი მზიასი, ნამდვილად გაგვიმართლდა, ასეთი  გუნდის წევრი რომ გვყავს. ვიმედოვნებთ, დიდხანს გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა.

...და იცოდეთ, სკოლა მარტო დირექტორი და მასწავლებლები არ არიან, სკოლას ამაგრებენ ადამიანები, რომელთა ზურგზე სკოლაში არსებული მშვიდი და სტაბულური, უსაფრთხო გარემო დგას. სწორედ რომ დასაფასებელია მათი შრომა.

 


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

სკოლებში ბიბლიის კითხვასა და ლათინური ენის სწავლებას აბრუნებენ - იტალიის განათლების სამინისტრო ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე მუშაობს

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ხოტბა შესახებ წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და მრავალფეროვნებას

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პაპოიანთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება