სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინეტრესო ვიქტორინა მოეწყო
22-05-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მათემატიკის მასწავლებლებმა - ანი სეხლიანმა და გოჰარ თუმასიანმა ჩაატარეს ვიქტორინა მე-6 და მე-7 კლასელების მონაწილეობით.

მოსწავლეები სამ ჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგიფები სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებით დაკომპლექტდა. ერთმანეთს შეეჯიბრნენ გუნდები - „მაგიური კვადრატი“, „X მეგობრები“ და „პოლინომები“. 

ვიქტორინა მიმდინარეობდა სამ ტურად. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ამოხსნეს სახალისო ამოცანები, მეორე ეტაპზე ბლიც-კითხვებს უპასუხეს და მესამე ნაწილი კი დაეთმო ამოცანას მარტივ რიცხვებზე.

მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამოცანებს. ვიქტოინაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, ყველამ იბრძოლა გუნდის გასამარჯვებლად. საინტერესო და კონკურენტული შეჯიბრის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდა. გაიმარჯვა გუნდმა „მაგიური კვადრატი“, მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „პოლინომები“ და მესამეზე კი „X მეგობრები“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კომპეტენტურმა ჟიურიმ მოსწავლეები სამართლიანად შეაფასა. ვიქტორინის ბოლოს სიგელი ყველა მოსწავლეს გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება