| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათ ქვეყნის კულტურის, ისტორიის, სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად სკოლაში ეროვნული სამოსის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. III კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ შორენა ჩაფიძესთან ერთად სკოლაში ეროვნული სამოსით გამოცხადდნენ.
ასე ჩაცმულები ამაყად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ისაუბრეს სხვადასხვა კუთხის სამოსზე.
სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ, აღნიშნა, რომ სკოლას რამდენჯერმე აქვს მსგავსი აქტივობა განხორციელებული და ყველა ჯერზე ის ეროვნული სამოსის პოპულარიზაციასა და მომავალ თაობებში პატრიოტული გრძნობების აღზრდას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა