სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წლიური ნიშნების რედაქტირების ვადები შეიცვალა - დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის
21-05-2025
-
+


მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სასწავლო პროცესისა და შეფასებების დასრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს:

სასწავლო პროცესის დასრულების თარიღები:

XII კლასი – 2025 წლის 20 მაისი.

I კლასი – 2025 წლის 27 მაისი.

II-XI კლასებისთვის – სასწავლო პროცესი დასრულდება 2025 წლის 13 ივნისს.

ჟურნალის რედაქტირების ვადები:

XII კლასის მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 27 მაისის ჩათვლით ( სწავლის დასრულებიდან - 7 კალენდარული დღე).

I კლასის მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 3 ივნისის ჩათვლით (სწავლის დასრულებიდან - 7 კალენდარული დღე).

II-XI კლასებისთვის - მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 27 ივნისის ჩათვლით ( სწავლის დასრულებიდან - 14 კალენდარული დღე).

განმავითარებელი შეფასება:

სასწავლო წლის ბოლოს, დაწყებით საფეხურზე (I–IV კლასები), განმავითარებელი შეფასების დაწერის ვალდებულებას განსაზღვრავს თავად სკოლა.

Როდის არის შესაძლებელი გაცდენების ექსტერნის გამოცდის ჩატარება ?

სისტემა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ექსტერნად რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან 21-დან 24 მაისის ჩათვლით. (მხოლოდ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის)

რეგისტრაციის შემდეგ, ექსტერნის გამოცდა უნდა ჩანიშნოს სკოლამ, ელექტრონულ ჟურნალში, გამოცდების მოდულის გამოყენებით.

Რა უნდა ვიცოდეთ გაცდენების 30%-იანი ექსტერნის შესახებ:

მოგეხსენებათ, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში (პირველი და მეორე სემესტრის გათვალისწინებით) გააცდენს კონკრეტული საგნისთვის, კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ს და მეტს, მას ენიშნება და ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ელექტრონული ჟურნალი სრული სიზუსტით ითვლის მასწავლებლის მიერ ასახულ გაცდენებს, შესაბამისად 30%-იანი გაცდენის მაჩვენებელიც სწორად აღირიცხება ჟურნალში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სემესტრის დასწრების მაჩვენებლის კორექტირება შესაძლებელია ჟურნალის დახურვამდე. ხოლო, პირველ სემესტრში ასახული დასწრების რედაქტირება შეუძლებელია. იმ შემთხვევაში თუ, მასწავლებელი აღმოაჩენს რომ პირველ სემესტრში მის მიერ ასახული დასწრების მაჩვენებელი არასწორია, რაც გავლენას ახდენს მოსწავლისათვის 30%-იანი ექსტერნის დანიშვნა - არ დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლის ადმინისტრაცია.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება