სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების​ მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
14-05-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში გაიმართა „დემენციის მეგობრების“ საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი ნინო მაღრაძე, ოკუპაციის თერაპიის პროგრამის სტუდენტი ნია ჭიხოკია, „მეხსიერების კაფის“ ბენეფიციარი და ასევე, დემენციის მქონე პირის მზრუნველი ლიზა ბურნაძე.

შეხვედრა ეხებოდა დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დემენციის მქონე პირებსა და მათი მზრუნველების გაძლიერების საკითხებს.

„გიმნაზია მუდმივად უზრუნველყოფს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდას და მათ სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ  „დემენციის მეგობრები“ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ინიციატივა დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების, სტიგმების შემცირებისა და დემენცია-მეგობრული ქმედებების წახალისებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება