სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედა და დედამიწა სიცოცხლის საწყისები“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-2 კლასელთა გაკვეთილი სიყვარულისა და მზრუნველობის შესახებ
15-05-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-2 კლასში მასწავლებელმა, ლანა ჩუბინიძემ ჩაატარა განსაკუთრებული გაკვეთილი თემაზე - „დედა, როგორც სიცოცხლის შემქმნელი და დედამიწა, როგორც სიცოცხლის მფლობელი“, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში უცხო ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარის განვითარება, ასევე თანამშრომლობითი, დაკვირვებითი და არგუმენტირებული მსჯელობის წახალისება, შემოქმედებითი უნარების გაღრმავება.

 მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აქვთ საერთო დედასა და დედამიწას, როგორ ზრუნავენ ისინი ჩვენზე და რამდენად მნიშვნელოვანია მათი გაფრთხილება. შემდეგ შეივსო ცხრილი თემაზე - „რა უნდა გავაკეთოთ დედისთვის და რა — დედამიწისთვის“, რომლის საფუძველზეც მოსწავლეებმა იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს კარგი შვილი და კარგი მოქალაქე.

გაკვეთილის შემდეგი ეტაპი იყო ასოციაციური რუკის შედგენა, რომელშიც მოსწავლეებმა ჩამოწერეს სიტყვები, რომლებიც დედასთან ასოცირდებოდა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა მათი ემოციური ჩართულობა და კრეატიულობა. სხვა აქტივობებს შორის იყო ინტერაქტიული ქვიზი - “ის, თუ ეს?”, სადაც ბავშვებს სწორი არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, მაგალითად: პოლიეთილენის პარკი თუ ნაჭრის ჩანთა — რომელია დედამიწისთვის უკეთესი და რატომ. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ ამოცანებს და გაამართლეს თავიანთი არჩევანიც.

წუთშესვენებისთვის“ წინასწარ ჩაწერილი ინტერვიუ თემაზე -“ჩემი დედიკო” დიდი სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე — თითოეულმა მოსწავლემ ორ სიტყვაში დაახასიათა საკუთარი დედიკო. სათანადო ყურადღება დაეთმო კლასგარეშე ლიტერატურასაც. ელექტრონული პრეზენტაციის დახმარებით, მოსწავლეებმა მოისმინეს ზღაპარი - „დედის სიყვარული“. ტექსტის გააზრების შემდეგ, მათ უპასუხეს შეკითხვებს და ტექსტიდან გამოარჩიეს სულიერი საგნის აღმნიშვნელი სიტყვები.

მძაფრი ემოციებით დატვირთული იყო ჯგუფური ვიქტორინა, სადაც თითოეული გუნდი ქულების მიხედვით შეფასდა. ბავშვებმა ასევე შეძლეს დედასთან დაკავშირებული ანდაზების სწორად დასრულება — რაც აჩვენებდა მათ ლექსიკურ თუ ემოციურ კომპეტენციას.

გაკვეთილის დასასრულს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიყვარულის გაზიარებას — მოსწავლეებმა თავიანთ დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები, თბილი სიტყვები და სიმღერა „დედა დედიკო, ჩემო ლამაზო“. გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი არანაკლებ სიმბოლური იყო — ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს ნერგი, რითაც კიდევ ერთხელ გაიაზრეს ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა. მთელი გაკვეთილი გაჯერებული იყო ღირებულებებით: მზრუნველობა, სიყვარული, პატივისცემა და პასუხისმგებლობა. მასწავლებელმა საოცრად შეძლო ამ ღირებულებების გადმოცემა და მათი დაკავშირება მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

გაკვეთილს ემოციურად გამოეხმაურდნენ მოსწავლეთა მშობლები. მათ გულწრფელი მადლიერება გამოხატეს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც გაკვეთილის მსვლელობისას მათმა შვილებმა გააჟღერეს. აღინიშნა ის ცოდნა და უნარები, რაც ბავშვებს გააჩნიათ — რაც მასწავლებლის გულწრფელი და შრომატევადი საქმიანობის შედეგია. ასევე მადლობა გადაუხადეს სკოლას, სადაც ბავშვები მშვიდ, მოწესრიგებულ გარემოში იღებენ განათლებას, ვითარდებიან როგორც პიროვნებები და იმდიდრებენ სულიერ სამყაროს.

„დედის დღე და დედამიწის დღე მხოლოდ კალენდარში არ იწყება და არ მთავრდება — ეს გრძნობები, ემოციები და პასუხისმგებლობა ყოველდღიურობაში იბადება. ისინი სიყვარულთან და სითბოსთან ასოცირდებიან, რაც ყველა ადამიანს უნდა ამშვენებდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კვლავ არაერთ შთამბეჭდავ გაკვეთილს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება