სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის გუნდი მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულია
05-05-2025
-
+


ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ფიროსმანის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხვადასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.

ამის დასტურია „საქართველოს თავისუფლების თამაშები“, რომლის ფარგლებშიც დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა.

ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ჰიმნით და აღიმართა საქართველოს დროშა, შეჯიბრში კი მონაწილეობდნენ 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები დედოფლისწყაროს N1, N2, სოფლების: ზემო მაჩხაანის, არბოშიკის, ოზაანის, ხორნაბუჯის, ზემო ქედის N1, არხილოსკალოს, სამთაწყაროს, ქვემო ქედისა და ფიროსმანის საჯარო სკოლებიდან.

ფიროსმანის საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა, საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ფიროსმანის საჯარო სკოლის გუნდი - I ადგილი

ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის გუნდი - II ადგილი

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის გუნდი - III ადგილი 

„საქართველოს თავისუფლების თამაშები" ტარდება ყოველწლიურად 9 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით პერიოდში და ასოცირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებასთან. აღნიშნული ღონისძიების ავტორი და ინიციატორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. თამაშები გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით, ა.(ა).ი.პ.კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით. საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები გადაეცათ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება