სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მნიშვნელოვანი სიახლე და საინტერესო შესაძლებლობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის
05-05-2025
-
+


1 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ლალი მელივა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობა CIU-ში ჩარიცხულ საპატრიარქოს განათლების ცენტრის სკოლების კურსდამთავრებულებს 40%-იან შიდა გრანტს სთავაზობს. გარდა ამისა, თანამშრომლობა მოიცავს პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებსა და საინტერესო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. სიახლე სასიხარულოა პედაგოგებისთვისაც, რადგან CIU მათთვის გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

ღონისძიებაზე საინტერესო მოხსენებები წარადგინეს გიორგი ფარეშიშვილმა, მარინე უგულავამ და დავით გვეტაძემ. ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ CIU-ს სემინარის „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ მონაწილეებს.

შეხვედრას სასულიერო პირები, საპატრიარქოს სკოლების დირექტორები, პედაგოგები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეს უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობაა CIU-სა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება