| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან, სკოლა შეუერთდა ინგლისური ენის ოლიმპიადას სახელწოდებით - Speak up honestly, სადაც ელენე ხარჩილავამ (მე-5 კლასი), ანდრია ციკუტანიამ (მე-6 კლასი), მარიამ ფანცულაიამ (მე-7 კლასი), შაკო შარიამ (მე-10 კლასი) და ნიაკო ფეტელავამ (მე-10 კლასი) წარმატებით იასპარეზეს და პირველი საკონკურსო ეტაპში გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის საკონკურსო ეტაპის I ტური - Speak up honestly აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში შემავალი 5 სკოლის მოსწავლეები. აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი ფინალისტების გამოსავლენად, მოსწავლეებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური.
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლიდან პირველი საკონკურსო ეტაპის გამარჯვებული ფინალისტები სკოლიდან გახდნენ: ელენე ხარჩილავა (მე-5 კლასი), ანდრია ციკუტანია (მე-6 კლასი), მარიამ ფანცულაია (მე-7 კლასი), შაკო შარია (მე-10 კლასი) და ნიაკო ფეტელავა (მე-10 კლასი).
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას უხდის მასპინძელ აფხაზეთის N1 საჯარო სკოლას. ჩვენი მოსწავლეების ჩართვისთვის და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და გამოვლენისთვის. მადლობა ინგლისური ენის პედაგოგებს ლელა სამუშიას და ელზა მესხიას მოსწავლეთა თანადგომისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად