| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
17 აპრილს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა რეგიონალური პირველობა „მხიარულ სტარტებში, რომელშიც მონაწილეობდნენ იმერეთის საქალაქო და მუნიციპალურ ტურებში გამარჯვებული გუნდები.
სპორტულ შეჯიბრში ქუთაისის ღირსებას იცავდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდი.
შეჯიბრება მეტად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდმა თანმიმდევრობით დაამარცხა საჩხერის, ტყიბულისს და ხარაგაულის ნაკრები გუნდები და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. ამ გამარჯვებით კი გუნდმა დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „მხიარული სტატების“ ნაკრები გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელ ნუკრი ბზიკაძეს, რომელმაც სკოლის დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით ბრწინვალედ მოამზადა ჩემპიონი გუნდი, რომელსაც დღეს ამბიცია აქვს მოიგოს როგორც ზონალური, ასევე საქართველოს პირველობაც.
შეჯიბრების დამთავრების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გოგო-ბიჭებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს სასკოლო სპორტის ფედერაციის კოორდინატორმა იმერეთის რეგიონში მანანა მანაგაძემ და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო რობაქიძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად