სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის მნიშვნელობას საინეტრესო პრეზენტაცია მიეძღვნა
06-05-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

23 აპრილს, სკოლის, მე-7ა კლასის მოსწავლეებთან, კლასის დამრიგებელმა და ისტორიის მასწავლებელმა - ლალი რობაქიძემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე - „წიგნის ისტორია“. პრეზენტაციის დროს პედაგოგმა განიხილა თუ რა გზა გაიარა წიგნმა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე - კონკრეტულად თიხის ფირფიტებიდან ელექტრონულ ფორმამდე.

შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა? გამოთქვეს მოსაზრებები, რომ წიგნის კითხვის დროს ახალ ინფორმაციას იღებენ, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, წარმოსახვის, ემპათიის, კონცენტრაციის უნარი. რაც უფრო მეტს ვკითხულობთ მდიდარი და მრავალფეროვანი ხდება ჩვენი ლექსიკონი. მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელ ნაწარმოებებზე და წაიკითხეს საინტერესო გამონათქვამები წიგნის შესახებ.

23 აპრილს 1996 წლიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება