სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ერთმანეთს წიგნები უსახსოვრეს და საინტერესო საკლასო ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი
05-05-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და მიზნის მისაღწევად არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას მიმართავენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 23 აპრილს აღინიშნება. ამავე დღეს იღებს სათავეს წიგნის ჩუქების საერთაშორისო კამპანია. საქართველოში კი ეს ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

„წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, რაღაც კუთხით გამოცდილებაც, ჩვენი და თქვენი გამოცდილება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც 23 აპრილს სწორედ ამ შემართებით აღნიშნეს, მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წიგნიერების დღესასწაული. აქტივობა კლასის ხელმძღვანელის  ნ.ხურციძის ინიციატივითა და მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერით, მოეწყო.

ყველა მოსწავლემ მერხის მეგობარს საჩუქრად წიგნი გადასცა. წიგნი, რომ საუკეთესო საჩუქარია, აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნთან ერთად დიდი სიხარული აჩუქეს. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ინიციატივა ტრადიციად აქციონ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება