| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. რა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებულად აღნიშნა დედამიწის დღე.
მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას დაწყებითი საფეხური მოსწავლეები, დამრიგებლის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.
პედაგოგი პატარებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მოსწავლეებს შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ, მათ შორის სკოლის ეზო თემატურად მოხატეს და გარემოსდაცვით თემებზე ნახატები შექმნეს. მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად