სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ხატია სამშობლო“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა აკაკი წერეთლის შემოქმედება „გააცოცხლეს“
01-05-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია I, V, IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით  ჩატარებული ლიტერატურული საღამო: „ჩემი ხატია სამშობლო“, რომელიც  მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს  და გარდაცვალებიდან  110-ე  წლისთავს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ხუხუნი, აქტივობის მიზანი კი გახლდათ მოსწავლეთა მხატვრული აღზრდის, ემოციური განვითარების, მრავალმხრივი შესაძლებლობების წარმოჩენა... „მოსწავლის სულის ზუსტი ცოდნის გასაღების პოვნა და მისი შევსება აკაკის შემოქმედების მარგალიტებით“.

როგორც სკოლაში გვიამბობვენ, საღამოზე მოსწავლეებმა ისაუბრეს, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. წარმოადგინეს აკაკის დედის საუბარი შვილებთან, პოლკოვნიკისა და როსტომის დიალოგი ჭადრაკის თამაშის დროს, ისაუბრეს გიმნაზიაში გამეფებულ უსამართლობაზე.

პირველი კლასის მოსწავლეებმა  საინტერესოდ გამოხატეს საკუთარი ხედვა, ხელოვნების მასწავლებლის, ლია კუპრეიშვილის დახმარებით კი გააცოცხლეს იმერული ყოფა-ცხოვრება. დახატეს  „აკაკი სავანეში“, ნამუშევრები კი სკოლის ფოიეში გამოფინეს.

აქტივობის მონაწილეებმა სცენაზე გააცოცხლეს „ბაში-აჩუკის“ პერსონაჟები: ჯანდიერი, ჩოლოყაშვილი, ელიზბარი და შალვა. მუსიკის მასწავლებლის, ლამზირა ბოკუჩავას ხელმძღვანელობით კი, საღამოზე შესრულდა სიმღერები: „სულიკო“ და „ციცინათელა“.

„სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ, შეაჯამა ლიტერატურული საღამო. მადლობა გადაუხადა მშობლებს მობრძანებისათვის,  წარმატებები უსურვა მოსწავლეებსა და პედაგოგებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება