სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაზე გემრიელი, ქართლში, თონეში გამომცხვარი ნაზუქია“- შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლე ავთანდილ ჩაჩანიძე სარიტუალო პურის საიდუმლო რეცეპტს გვიმხელს
02-05-2025
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის V კლასში კლასგარეშე აქტივობები - „მე შემიძლია“ უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.

პროექტს „ჩემი საქართველოს“ პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს და ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოა.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში თავისი შესაძლებლობები Vა კლასის მოსწავლე ავთანდილ ჩაჩანიძემ წარმოაჩინა.  უგემრიელესი ნაზუქის დასამზადებლად ის სტუმრად ბებოსთან ხაშურში ჩავიდა.

ნაზუქის ცხობის ტრადიცია საქართველოში დიდი ხნის წინათ არსებობდა და ის ყველაზე მეტად შიდა ქართლსა და სამხრეთ საქართველოს სამზარეულოში გვხვდებოდა. ესაა ყველაზე გავრცელებული განსაკუთრებული ფორმის ტკბილი პურის სახეობა. მას სარიტუალო პურის დანიშნულება აქვს და ქართლში სააღდგომოდ პასქების ნაცვლად აცხობენ.     

„ყველაზე გემრიელი თონეში გამომცხვარი ნაზუქია, თანაც აუცილებლად ქართლში გამომცხვარიო“ - თქვა ავთანდილმა და ბებოს დახმარება სთხოვა.

ავთანდილი თავის ვიდეორგოლში უგემრიელესი ნაზუქის საიდუმლო რეცეპტს გვიმხელს.

კლასგარეშე აქტივობა „მე შემიძლია“ გრძელდება. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება