სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა „იავნანამ რა ჰქმნა?!“ სხვადასხვა მხატვრული ხერხით შეისწავლეს
01-05-2025
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ნასწავლი პროზაული ტექტსტი, ისეთი მხატვრული ხერხებით განიმტკიცეს, როგორიცაა თეატრალური და კინოხელოვნება. 

ახლახან, მოსწავლეებმა „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ისწავლეს და ნაწარმოების სიდიადე არაერთი ხერხით შეიგრძნეს. 

„ადამიანისთვის არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე დედაა... მისი ხმა, სურნელი... მისი იავნანა... ყველაფერი მშობლიური ხომ დედის სახელს უკავშირდება და აქედან იღებს სათავეს...
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობამ - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მთელი სიმძაფრით გვაგრძნობინა ეს ყოველივე, გვიჩვენა ბავშვის ბუნების ცვალებადობა გარემოსა და გარემოების ცვალებადობის მიხედვით და მუსიკალური ემოციების მნიშვნელობა ადამიანის ფსიქოლოგიური გარდაქმნის საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლა „ორნატში“, რომლის მე-5 კლასელები ტექსტის სწავლა-გაცნობის პარალელურად დაესწრნენ ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს - „იავნანამ რა ჰქმნა“, ასევე ნახეს ამავე სახელწოდების ფილმი, იმსჯელეს თუ რა მსგავსება და განსხვავებაა მოთხრობას, სპექტაკლსა  და ფილმს შორის. ბოლოს კი საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. 

მე-5 კლასელთა პედაგოგი თამარ გვრიტაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება