| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება. ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. ეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული სკოლაში კვირეულით აღინიშნა.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. კვირეული კი დაგვირგვინდა ღონისძიებით - „ქართული ენა გვაერთიანებს“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიციები, პოეზია, ქართული ენის შესახებ თემატური პრეზენტაციები, შემოქმედებითი ნამუშევრები და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები.
კვირეულმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქართული ენა ნამდვილად არის ის საერთო ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს.
„გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად