| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N39 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წახალისებულია მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ აქტივობაში.
ახლახან, საჯარო სკოლის მე-4ე კლასის მოსწავლეები თბილისის სასკოლო ხელბურთის ფესტივალს შეუერთდნენ, რომელიც 2014-2015 წ.წ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებულ გუნდებს შორის გაიმართა. ფესტივალის სლოგანი იყო - „იცხოვრე ხელბურთით!“
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები ფესტივალში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მე-4ე კლასის მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი ინეზა ბარამიძე, დამრიგებელი კი ნანა ცხოვრებაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად