სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია რუსთავის N3 საჯარო სკოლაში
01-05-2025
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება. 

რა თქმა უნდა, სკოლაში მასშტაბურად იზეიმეს დედაენის დღე. ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა. კვირეული 10 აპრილიდან - 16 აპრილამდე გაგრძელდა და მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა. მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ქართული, ისე არაქართული სექტორის მოსწავლეები.

კვირეულის ფარგლებში  სხვადასხვა კონკურსი, ღონისძიება,  ვიქტორინა და საკლასო, თუ შიდასასკოლო წარმოდგენა (პერფორმანსი) გაიმართა. მთელი კვირის განმავლობაში, სკოლაში ამაღლებული განწყობა და პატრიოტული სული სუფევდა.

14 აპრილს, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს უმასპინძლეს, მათ წინაშე ხოტბა შეასხეს დედა ენას, გაიხსენეს უდიდესი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, იაკობ გოგებაშვილი. ასევე სხვადასხვა ლექსებითა და სიმღერებით მომავალ პირველკლასელებს სკოლაში სწავლისადმი ინტერესი გაუღვივეს. კვირეულის დასასრულს   გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც  სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, მათ შორის, ვიქტორინებში, მხატვრული კითხვის, კალიგრაფიის, კედლის გაზეთებისა და სხვა საკლასო კონკურსებში მონაწილეობისთვის. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული დადებითად აისახა მოსწავლეთა მოტივაციაზე.

კალიგრაფიის კონკურსმა და შემდეგ ნამუშევრების გაზიარებამ კალიგრაფიის ხელოვნების დაუფლების სურვილი სხვა მოსწავლეებსაც აღუძრა. საბაზო და საშუალო საფეხურზე გამართული ვიქტორინა მოსწავლეებმა სერიოზულ გამოწვევად მიიღეს, რაც მათი ცოდნისა და გამოცდილების გამდიდრების საშუალებად გამოიყენეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება