| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
ცხადია, მოსწავლე-მასწავლებლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე.
მათ შორის, კვირეულის ფარგლებში, ბახვის ბიბლიოთეკამ და ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ეკატერინე არუსიამ, პირველკლასელთა ჩართულობით, ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი პირველი წიგნი“.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა, ერთობლივად წაიკითხეს მასწავლებლის მიერ შექმნილი წიგნი და დასასრულს ბიბლიოთეკაში არსებულ საბავშვო წიგნებს გაეცნენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად