სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა მახათაძე ესეების კონკურსის გამარჯვებულია
30-04-2025
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურში და მიღწევებითაც გამოირჩევიან. 

ამჯერად, სკოლაში XII კლასის მოსწავლის თეკლა მახათაძე. მე-12 კლასელი ესეების კონკურსის გამარჯვებულია. მოსწავლე Apple MacBook-თან ერთად „ევროპის უნივერსიტეტის“ 50%-იანი სასწავლო გრანტი გადაეცა.

ესეების კონკურსის - „განათლებისა და წიგნიერების როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ჩამოყალიბების პროცესში“ დაჯილდოების ცერემონია „ევროპის უნივერსიტეტში“ გაიმართა.

შემაჯამებელი ღონისძიება “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა გახსნა და ყველა მონაწილეს საინტერესო ნაშრომისთვის მადლობა გადაუხადა. კონკურსანტებს სიტყვით ასევე მიმართეს ვიცე-რექტორმა, ნიკოლოზ ფარჯანაძემ და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკა კაველიძემ.

გამარჯვებულის გამოსავლენად უმაღლესი შეფასების მქონე 11 მონაწილესთან სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გასაუბრება ჩაატარა. განსაკუთრებული კონკურენციის შედეგად ჟიურიმ ოთხი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთ საპატოო ადგილს ახალსოფლის №1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე თეკლა მახათაძე იკავებს. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება