| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პლანეტაზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრება.
ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმსჯელეს გარემოს დაცვის გზებზე, გაეცნენ ინფორმაციას ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის საშუალებებზე.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს „რჩევების ყულაბა“. თითოეულმა ჩამოაყალიბა საკუთარი გარემოსდაცვითი რჩევა და მეგობრებს გაუზიარა. რჩევები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნარჩენების სწორად მართვა -გადამუშავება, ტყისა და გარემოს დაცვა, გამწვანება და ა.შ.
განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა პოსტერებმა და ნახატებმა, რომლებშიც გამოხატული იყო გარემოზე მზრუნველობა და პასუხისმგებლობა.
ღონისძიებამ არა მხოლოდ გაუღრმავა ბავშვებს ცოდნა, არამედ შთააგონა, რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი სახლია.
ღონისძიების ბოლოს ბუნების აქტიურ ქომაგებს სამახსოვრო ბარათები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად