სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეკოლოგიური განათლება და „მწვანე აზროვნება“ ყარაჯალას საჯარო სკოლაში - დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
23-04-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ყარაჯალას საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გამორჩეულად აღინიშნა - ჩატარდა პროექტი „დავიცვათ ბუნება – მწვანე აზროვნება“, რომლის დასკვნითი ღონისძიებაც მრავალფეროვანი აქტივობებით გახლდათ გაჯერებული.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მე-4 „ა“ და მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეები, პროექტის მიზანი კი ბავშვებში ეკოლოგიური აზროვნების წახალისება, გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება და მდგრადი ცხოვრების წესის მხარდაჭერა გახლდათ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აქტივობის ფარგლებში,  დაამზადეს პლაკატები, დარგეს ხეები, მასწავლებლებმა კი მოსწავლეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე.

„ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, შესრულდა ბუნების თემატიკაზე სიმღერები, ჩატარდა გამწვანების აქცია . სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ და აზრებს ცვლიდნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეების ეკოლოგიურ განათლებას, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მნიშვნელობის გააზრებას. ასევე, პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობა და მწვანე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის მოწყობილი იყო ეროვნული აზერბაიჯანული ჩაის სუფრა, რამაც განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა. პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე. მათი ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელებული პროექტი მაღალ შეფასებას იმსახურებს როგორც სკოლის საზოგადოებაში, ასევე ეკოლოგიური განათლების კუთხით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ კი დავძენთ, რომ მოსწავლეებმა ჩატარებული აქტივობით, გარემოს დაცვის აუცილებლიბაზე გაამახვილეს ყურადღება და კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანატოლებს - გაუფრთხილდნენ დედამიწას.

ინფორმაციისთვის: 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.



იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება