სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შექმენი შენი ხელებით“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივა საზოგადოების საკეთილდღეოდ
22-04-2025
-
+

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, პედაგოგები მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სიკეთის გაზიარებას ასწავლიან და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოხალისე მოსწავლეთა ჯგუფმა საგანმანათლებლო ინიციატივის - „შექმენი შენი ხელებით“ ფარგლებში განახორციელა ვიზიტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში კურატორ მასწავლებელ ეკა სეფიაშვილთან ერთად.

მოსწავლეებმა სამსახურის 23 თანამშრომელს საკუთარი ხელით შექმნილი სააღდგომო დეკორაციები, მადლიერების ბარათები და ტრადიციული სააღდგომო პასკები გადასცეს. ინიციატივის მიზანი იყო მადლიერების, ურთიერთპატივისცემისა და სხვისი შრომის დაფასების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა თანასწორობა, ადამიანების შრომის დაფასება და ზრუნვა ერთმანეთზე – რადგან სოციალური განსხვავებები არ უნდა იქცეს ურთიერთგაგების და ერთობის ბარიერად.

ინიციატივაში აქტიურად ჩაერთნენ ასევე მეოთხე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ლეილა ფიროსმანაშვილი), რომლებმაც სკოლის დამლაგებლებისთვის სახალისო პერფორმანსი მოამზადეს და მადლობის ნიშნად სითბო და სიყვარული გაუზიარეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური და
კომპანია შპს „ტკბილი ქვეყანა“.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება