სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
17-04-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მოამზადეს თვალსაჩინო რესურსები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. 

მოსწავლეებმა ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დედაენის დღის მნიშვნელობა,  აღნიშნეს ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მოკლე ისტორიული ექსკურსი გააკეთეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება