სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გრემის საჯარო სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე
16-04-2025
-
+

შთამბეჭდავად აღინიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე - მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ენის მნიშვნელობის, მისი დაცვის აუცილებლობისა და პოპულარიზაციისკენ გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების ხაზგასმას ემსახურებოდა.

პედაგოგების უშუალო ჩართულობით, ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს ანბანის, დამწერლობის, მისი მნიშვნელობის შესახებ.

„14 აპრილი დედაენის დღეა, რომელიც გრემის საჯარო სკოლის I-II  კლასის მოსწავლეებმა ყველას მიულოცეს... მათ მასწავლებლისგან მოისმინეს  ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, გაიაზრეს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა, წაიკითხეს ლექსები ანბანზე, შეასრულეს სიმღერები, ასევე
წარმოადგინეს ნამუშევრები „ანბანზე ნახატების შექმნა“ და „გავაფერადოთ ანბანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რესურსები მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდათ, შემედგ კი მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს: „ყველას  ვალი და პასუხისმგებლობაა, დაიცვას, გაუფრთხილდეს მშობლიურ ენას“!

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება