სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერეთის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი და ლამაზი ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა
16-04-2025
-
+

შთამბეჭდავად აღინიშნა სიმონ არველაძის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, ფერეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე - VII-VIII კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ენის მნიშვნელობის, მისი დაცვის აუცილებლობისა და პოპულარიზაციისკენ გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების ხაზგასმას ემსახურებოდა.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ლამო გაბუნია, ნინო  როხვაძე, ხათუნა მერკვილიშვილი და ირინა მიხაილოვა.

ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს ანბანის, დამწერლობის, მისი მნიშვნელობის შესახებ.

„14 აპრილი დედაენის დღეა - დღეს ჩვენ ვზეიმობთ მშობლიური ენის, დედაენის დღეს. ეს არის ენა, რომელზეც ვსაუბრობთ, ვკითხულობთ, ვწერთ და ვსწავლობთ“, - ასე გამოეხმაურა ფერეთის საჯარო სკოლა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნივნელოვანეს თარიღს.

ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

ვიდეო იხილეთ ვიდეო ბმულზე

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

საინტერესო

საზოგადოება