სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად უკეთესია“ - ბოდბისა და ნუკრიანის N2 საჯარო სკოლები ერთობლივ საინტერესო პროექტზე მუშაობენ
11-04-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისა და ნუკრიანის N2 საჯარო სკოლებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საინტერესო ერთობლივ პროექტზე დაიწყეს მუშაობა სახელწოდებით - „ერთად უკეთესია“. 

პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი ნონა ნატროშვილი გახლავთ. 

როგორც ბოდბის საჯარო სკოლაში გვეუბნებიან. პროექტის მიზანია სკოლების დამეგობრება, თანამშრომლობა ესგ- ს სტანდარტების მიხედვით და მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე გუნდური მუშაობის უპირატესობის გაცნობიერება.

პროექტის პირველ ეტაპზე შედგა მე-10-მე-12 კლასების მოსწავლეების დანეგობრევა. მოსწავლეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „ორი კვერცხი“ და „გისოსებს მიღმა“.

მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა გავლენას ახდენს საზოგადოება ინდივიდის ცხოვრებაზე, როგორ იკარგება ახალგაზრდების მომავალი საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო, როგორ ათავისუფლებს მიტევება ადამიანს შურისძიების მძიმე ცოდვისაგან.

„ერთად დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის უნარების, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების ,მოსმენისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარის გაუმჯობესების“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პირველ ეტაპზე შეხვედრა იყო თბილი, მეგობრული, გულწრფელი ემოციით სავსე და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული.

მსჯელობისა და პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებმა მეგობრულ გარემოში, ფინჯან ყავასა და ტკბილეულთან ერთად დაასრულეს სასიამოვნო დღე.

„ვემზადებით შემდგომი შეხვედრებისთვის!“,- ამბობენ ბოდბის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება