| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორის მოადგილე თამარ გიგაური ბლიც ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსწავლის ნდობის მოპოვება უპირობო სიყვარულით იწყება, განათლება ადამიანის ინტელექტუალური, მორალური და სოციალური განვითარების საფუძველია. დირექტორის მოადგილე საკუტარ შეხედულებებს გვიზიარებს, მომავლის სკოლის, საშინაო დავალებების შესახებ, იმასაც გვეუბნება ვისი მოსწავლე იქნებოდა სიამოვნებით და რატომ.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მისი უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლება წარმოადგენს ადამიანის მორალურ, ინტელექტუალურ და სოციალური განვითარების საფუძველს, ის ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობასა და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-მოსწავლის შესაძლებლობების შესაბამისი, შემოქმედებითი და საინტერესო.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-წესად ვაქცევდი მშობელთა ჩართულობას მოსწავლეთა განათლების პროცესში. ვისურვებდი, კვირაში ერთი საათი მშობელმა გაატაროს მოსწავლეებთან სასკოლო გარემოში და დაგეგმოს აქტივობები პატარებისთვის.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ქართული ენა და ლიტერატურა
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-მარია მონტესორის, რომლის მეთოდებიც დღესაც არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოიყენება.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, მრავალფეროვანი სივრცეებით და ბევრი არჩევითი საგნით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა