სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას პატივს სცემ, როგორც ინდივიდს, რომ შენთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია“- ნინო ჩიხლაძე​, ქუთაისის N45 სკოლის დირექტორი
10-04-2025
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლას დირექტორი ნინო ჩიხლაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებულ სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს, სადაც თითოეული მოსწავლის აზრი მნიშვნელოვანი და გათვალისწინებულია. თვლის, რომ სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თანაგრძნობის და ურთიერთპატივისცემის ადგილიც უნდა იყოს. 

ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი აღნიშნავს, რომ პოზიტიური უკუკავშირი-წახალისება და კონსტრუქციული კრიტიკა ეხმარება მოსწავლეს განვითარებაში და აძლევს რწმენას რომ მასწავლებელი მის გვერდითაა. მოწაფეებს ასწავლის, რომ განათლება მათ თავისუფლად ფიქრის, არჩევანის საშუალებას აძლევს. ამ ღირებულებებით კი ერუდირებული და ინტელექტუალური მომავალი თაობის აღზრდას ღირეულად ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჩიხლაძე პასუხობს. 

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- პატივისცემა - მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას პატივს სცემ როგორც ინდივიდს, რომ შენთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია.

მოსმენა და ყურადღება- მოსწავლეები შენდამი ნდობას მაშინ იძენენ, როდესაც ხედავენ რომ მასწავლებელი გულწრფელად უსმენს, ესმის და აინტერესებს მისი აზრი და საჭიროებები.

ემპათია და თანაგრძნობა - მასწავლებელმა ყოველთვის უნდა შეძლოს მოსწავლის პოზიციაში ჩადგომა. როცა ბავშვი ხედავს, რომ მასწავლებელი მის გრძნობებს იზიარებს, ის უფრო იოლად ენდობა მას.

პოზიტიური უკუკავშირი - წახალისება და კონსტრუქციული კრიტიკა ეხმარება მოსწავლეს განვითარებაში და აძლევს რწმენას რომ მასწავლებელი მის გვერდითაა.

ადეკვატური კომუნიკაცია და გულწრფელობა - როცა მასწავლებელი გულწრფელია და გასაგებად მეტყველებს, მოსწავლეს უფრო ადვილად უჩნდება ნდობა.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- ის გვაძლევს თავისუფლად ფიქრის, არჩევანის და ცხოვრების გზის არჩევის საშუალებას - ის არ გვაწვდის მხოლოდ ცოდნას, არამედ გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ უკეთ.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- აზრიანი, მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და მოტივაციის გამაძლიერებელი - არა უბრალოდ დროის შესავსებად, არამედ ისეთი, რაც ცოდნას გაამყარებს და აზროვნებას განავითარებს.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- „ყოველდღე თითო სიკეთის ერთი ქმედება ყველასგან ყველასთვის“-რათა სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თანაგრძნობის და ურთიერთპატივისცემის ადგილიც გახდეს.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ქართული ენა და ლიტერატურა.

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- დიმიტრი უზნაძეს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ ფსიქოლოგს, რადგან მისი სწავლებები ფსიქოლოგიის, ადამიანური ბუნებისა და მოტივაციის სფეროში მოსწავლეებს გაუცნობიერებლად საკუთარ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს. მისი გაკვეთილები დაუვიწყარი და სახასიათო იქნებოდა.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- მომავლის სკოლა აუცილებლად ბევრად უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული და თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად მორგებული წარმომიდგენია.

მე წარმოვიდგენდი ასეთ სკოლას სადაც იქნებოდა:

1. პერსონალიზებული სწავლება- სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება ინდივიდუალური სწავლების გზა და  მისი ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეირჩეოდა მასალა.

2. ინტერაქტიური და ვირტუალური გაკვეთილები-ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ვირტუალური და გაზრდილი რეალობა. დაეხმარებოდა მოსწავლეებს, რომ გაკვეთილები იყოს უფრო ვიზუალური და ინტერაქტიული.

3. გუნდური მუშაობა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება- ჯგუფურ საქმიანობასა და პრაქტიკულ პროექტებზე გათვლილი სწავლებები, სადაც ბავშვები სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, ახალი იდეების გენერირებას და რთული პრობლემების გადაჭრას.

 4. ემოციური ინტელიგენცია-  სკოლა  ყურადღებას გაამახვილებდა სოციალურ და ემოციურ უნარებზე. მოსწავლეები ისწავლიდნენ არა მხოლოდ საკითხებს, არამედ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, კონფლიქტებს, როგორ მოიქცნენ რეალურ ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

დიდ ხუთშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - სააღდგომო არდადეგების კალენდარი ცნობილია

13 სამაგისტრო პროგრმა, რომლებიც 120 კრედიტიანი დარჩა - მინისტრის ბრძანება

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა სხვადასხვა ფერის გამოყენებით შექმნეს ბუნების პეიზაჟები

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებლები, სკოლის დირექცია და მშობლები

ღონისძიება განმსჭვალული იყო სითბოთი და სიყვარულით და ყველაზე ძვირფასი ქალბატონების მიმართ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურება
 

 

 

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება