სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო ფორმის ტარებას წესად დავამკვიდრებდი...“ - დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2025
-
+


რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ნატალია ოთარაშვილი პასუხობს, სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- მოსწავლის ნდობა რომ მოიპოვო, უნდა იყო მისთვის მისაბაძი და კომპეტენტური პიროვნება. მისი გრძნობების უსიტყვოდ უნდა გესმოდეს.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- განათლების გარეშე ადამიანს გაუჭირდება ცხოვრება და  ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- საშინაო დავალება უნდა იყოს სახალისო, გაზომვადი და რელევანტური შესწავლილ საკითხთან მიმართებაში.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- სასკოლო ფორმის ტარება, რომელიც ჩვენთვის ცოტა სირთულეს წარმოადგენს.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- რა თქმა უნდა მათემატიკა, რომელსაც ვასწავლი.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- რომ შემეძლოს მასწავლებლად ავირჩევდი შალვა ამონაშვილს.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- მომავლის სკოლა წარმომიდგენია კომპიუტერულად  და  ელექტრონული დაფებით სრულად აღჭურვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება