| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
აქტივობობი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და სკოლის ექთნის, აქტიური ჩართულობით წარიმართა. მათი ინიციატივით უფროსკლასელებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს თავად აუხსნეს, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი.
„ეს არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა. სამყარო, რომელშიც ცხოვრებას ვისურვებდით სავსე უნდა იყოს ბედნიერებით, სიყვარულითა და პოზიტივით. ერთი ქრომოსომა არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით პრეზენტაციები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს წარუდგინეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: მარიამ შავაძემ და გვანცა პაქსაძემ. აქვე დირექცია მადლობას უხდის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და სკოლის ექთანს, აქტიური ჩართულობისთვის. მადლობა, გურო ბერიძეს, ჟუჟუნა მარკოიძესა და მზევინარ შამანაძეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად