| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი I-IV კლასის მოსწავლეები, მათი დამრიგებლები: ნინო მიქაუტაძე, ირმა ჯიბლაძე; ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის წევრები: სოფიო ჯიბლაძე და გულისა კიზირია ასევე, მოსწავლეთა მშობლები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი მე-3 კლასის დამრიგებელი ზაირა რევაზიშვილი იყო.
მოსწავლეებმა საინტერესოდ მოირგეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილებისა და ფრინველების როლები. მათ შთამბეჭდავად შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებაზე მაყურებლის ოვაცია გამოიწვია სათანადოდ გაფორმებულმა სცენამ და როლების შესაბამისმა კოსტიუმებმა. აღსანიშნავია, რომ აქტივობას ამშვენებდა მასწავლებლების, სოფიო ჯიბლაძისა და ზაირა რევაზიშვილი და მათი მოსწავლეების ხელით დამზადებული რეკვიზიტები.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ხელმძღვანელს სასიამოვნო საღამოსათვის. ორგანიზატორსა და ღონისძიებაში მონაწილეებს მონდომებისთვის და შესრულების მაღალი დონისთვის მადლობა გაუდაუხადა სკოლის დირექციამაც.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა