სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეკოლოგიური კულტურის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
27-03-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, მოსწავლეებს არაერთ ეკოაქტივობას სთავაზობენ და ამ გზით ხელს უწყობენ მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას. 

სკოლაში გამართული „მწვანე საფარის მოვლის ღონისძიება“ ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკოლოგიური განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერება პრაქტიკულად დაინერგოს მოსწავლეებში. 

აღნიშნული აქტივობა, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობას, გუნდურობასა და შრომის დაფასებას.

მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებას მუსიკის ფონზე ჩატარდა, რაც არა მხოლოდ პროცესს მეტად სასიამოვნოს ხდიდა, არამედ მოტივაციის ამაღლებასაც უწყობდა ხელს. მასწავლებელთა, განსაკუთრებით მარინა ტოხიშვილისა და თამარ ლაცაბიძის, ჩართულობა კი ხაზს უსვამს მათი პროფესიული და ადამიანური მიდგომის მნიშვნელობას.

მათი მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა ქმნის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებიან სასარგებლო აქტივობებში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები დადებითად მოქმედებს, როგორც სკოლის ესთეტიკურ იერსახეზე, ასევე მოსწავლეთა ემოციურ განწყობაზე. მცენარეებთან კონტაქტი ამცირებს სტრესსა და აუმჯობესებს კონცენტრაციას. ამდენად, ეს არა მხოლოდ ერთჯერადი მოვლითი სამუშაო იყო, არამედ ეკოლოგიური კულტურის გაძლიერების პრაქტიკული ნაბიჯიც.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა იყო ეფექტური, სასარგებლო და შთამბეჭდავი. სასურველია, მსგავსი ღონისძიებები რეგულარულ ხასიათს ატარებდეს და სხვადასხვა კლასის მოსწავლეებსაც გაუჩნდეთ მსგავსი აქტივობის სურვილი, რათა სკოლის მწვანე გარემოს შენარჩუნება ყველა მოსწავლის საერთო პასუხისმგებლობაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება