სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ინკლუზიური საზოგადოების ნამდვილი ზეიმი“ - თბილისის N198 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
27-03-2025
-
+


თბილისის N198 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.

სკოლამ აღნიშნულ დღეს საგანმანათლებლო კვირეული მიუძღვნა. 

კვირეული დაიწყო კონოჩვენებით მასწავლებლებისთვის, სპეციალისტებისთვის, ასისტენტებისთვის და მშობლებისთვის

პირველი კინოჩვენებისთვის სკოლამ სასკოლო საზოგადოებას შესთავაზა ფილმი -  „მეც!“, რომლის სიუჟეტი აგებულია დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა ბიჭის სიყვარულის ამბავზე.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის წლევანდელი თემატიკა იყო  - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად სოციალურ ქსელით სკოლამ, როგორ რესურსსკოლამ საზოგადოებას 21 რჩევა შესთავაზა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი მხარდამჭერ სისტემებსა და გარემოს.

კლასში სსსმ მოსწავლეებმა სხვადასხვა ტექნიკით ერთობლივი პოსტერები გაამზადეს ამ დღესთან დაკავშირებით.

კვირის ბოლოს, ტრადიციულად, სკოლა „პეგასის“ მოსაწვლეები ესტუმრნენ 198-ე საჯარო სკოლას. მოსწავლეებმა ერთობლივი ნახატები შექმნეს და შეასრულეს ქართული ცეკვები.

„ეს იყო ინკლუზიური საზოგადოების ნამდვილი ზეიმი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ სასკოლო საზოგადოების აქტიურობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება