სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
27-03-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ასწავლიან. 

„დედობა და მასწავლებლობა ორი ყველაზე ძვირფასი წოდებაა, სადაც სიყვარული, სიბრძნე და თავგანწირვა იკვეთება. როგორც პლატონი ამბობდა, სწავლება სულის გამოღვიძებაა, ისევე როგორც დედობის არსი, რომელიც არა მხოლოდ სიცოცხლის მინიჭება, არამედ გზის გაკვლევაცაა. მშობლები და მასწავლებლები ერთად ქმნიან იმ საძირკველს, რომელზეც ჩვენი არსებობა და სამყაროს აღქმა დგას. ისინი გვასწავლიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ თავიანთი არსებობით - მზრუნველობით, მოთმინებით, სიმტკიცითა და სიყვარულით“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს ამ ლამაზი გრძნობების გამოსახატავად არაერთი აქტივობა შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა კედლის გაზეთები, მისალოცი ბარათები, ლამაზი ნამუშევრები შექმნეს და ძვირფას ქალბატონებს გრძნობები და ემოციები გაუზიარეს. 

„დედა ის მყარი საძირკველია, რომელზეც შენს არსებობას აშენებ, და ერთადერთი ქარია, რომელიც ყოველთვის შენს აფრებს ავსებს, თუნდაც თავად ქარიშხალში იყოს“,- აღნიშნა სკოლაში და დედის როლსა და მაგს გაესვა ხაზი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება