| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2022-2024 წლებში დანაშაული 14 წლამდე 228-მა ბავშვმა ჩაიდინა, მათ შორის, 2024 წელს დანაშაული 14 წლამდე 75 ბავშვს აქვს ჩადენილი, 2023 წელს 79-ს, ხოლო 2022 წელს დანაშაული 74-მა ბავშვმა ჩაიდინა - სტატისტიკა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.
დოკუმენტის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე ბავშვებს შორის 2024 წელს უკანონო ქმედება 8 წლის 3 ბავშვს აქვს ჩადენილი, 9 წლის 6 ბავშვს, 10 წლის 2 ბავშვს, 11 წლის 11 ბავშვს, 12 წლის 32 ბავშვს და 13 წლის 21 ბავშვს.
რაც შეეხება არასრულწლოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულს, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდში, ჯამში არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთო ოდენობა 496 შეადგენს. მათ შორის, 2024 წელს არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულების ოდენობა 200-ია.
3 წლის სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების ხასიათებიდან, ყველაზე მეტი, 341, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანებს შორის 30 მდედრობითი სქესისაა, 466 კი მამრობითი სქესის.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას