სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ 
18-03-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის eTwinning-ის პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

5 მარტს, ჩხორიის საჯარო სკოლაში eTwinning პროექტის - „მოგზაურობა პროფესიების სამყაროში“ ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია თემაზე - „ჩემი საყვარელი პროფესია“. პროექტში ჩართულნი არიან მოსწავლე-მასწავლებლები, საქართველოდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან,  იორდანიიდან, რუმინეთიდან და უკარინიდან. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში.

არსებული სტერეოტიპების, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გაცნობიერება და მათი რეალიზაციის გზების ძიება. მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეებთან თანამშრომლობა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, რუმინეთისა და თურქეთის სკოლების მოსწავლეები.

საქართველოდან კონფერენციაში ჩაერთნენ:

  • ჩხორიის საჯარო სკოლა-პედაგოგები: ლულა ხვიჩავა, ნინო ჯოჯუა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა;
  • ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N 94 საჯარო სკოლა /პედაგოგი:
    ნარგიზ ქილიფთარი;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლა - პედაგოგები: რიმა ჯანჯღავა,ლელა ჯღამაია,მანანა ქარდავა, მაია ბელქანია;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლა - პედაგოგი: მაია მამიაშვილი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა;
  • აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა - პედაგოგი: მაკა თოლორდავა;
  • რუმინეთი პედაგოგი: Cristina Stan, Grigore Moisil, Secondary School Ploiesti/Romania
  • თურქეთი - პედაგოგები: ფატმა საჰინი,ჰასან გუნესი,სერპილ აკოლი.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.

„ერთობლივი კონფერენციები გვაძლევს მასწავლებლებს საშუალებას ვითანამშროლოთ ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები და თავი ვიგრძნოთ ერთი და იგივე საზოგადოების ნაწილად“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება