სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევას და ანალიზს დაეთმო
13-03-2025
-
+


პროექტი ხელოვნებაში: „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – მონუმენტი ‘საქართველოს მემატიანე’“ 

სკოლა ანაბასისის მეათე კლასის მოსწავლეებმა , ხელოვნების პედაგოგის ქალბატონ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით  განახორციელეს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტი, რომელიც დაეთმო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლს – მონუმენტ „საქართველოს მემატიანეს“. პროექტის ფარგლებში, მათ შეისწავლეს ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის შემოქმედება, მისი სტილი, კონცეფცია და ხელოვნებაში შეტანილი წვლილი. მოსწავლეებმა მომზადეს პრეზენტაციები, სადაც წარმოადგინეს ზურაბ წერეთლის ბიოგრაფია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული ხედვა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს „საქართველოს მემატიანე“ მონუმენტის სიმბოლიკაზე, ზომებსა და მასალაზე, ასევე მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ანალიზზე. დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს, რატომ შეირჩა აღნიშნული სტილი და როგორ უკავშირდება ეს ნამუშევარი საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრები – გრაფიკული და სკულპტურული კომპოზიციები, ბუკლეტები, პლაკატები, კროსვორდები და ვიდეო ტესტები. მუშაობის პროცესში მათ ინტერდისციპლინარული მიდგომით გააერთიანეს ისტორია, ხელოვნება და დიზაინი. პროექტის დასასრულს კი მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც შემაჯამებელი პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მასწავლებელმა პროექტი შეაჯამა და ხაზი გაუსვა ხელოვნების და კულტურული მემკვიდრეობის როლს ეროვნული თვითმყოფადობის, თვითგამოხატვისა და ესთეტიკური შეგრძნების განვითარებაში. 

ქალბატონმა ნანამ აღნიშნა რომ ,,საქართველოს მემატიანე“ სიმბოლურად ასახავს ქართული ისტორიის, კულტურისა და სულიერების უწყვეტობას. მონუმენტის მასშტაბურობა და მხატვრული სტილი გვახსენებს, რომ ჩვენი წარსული და კულტურული მემკვიდრეობა მომავალზე პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ისევე, როგორც უძველესი მატიანეები ინახავენ ქართველი ერის ისტორიას, ამ ქანდაკებაში შერწყმულია ხელოვნება, ეროვნული მეხსიერება და მომავალზე ორიენტირებული ხედვა.

ამგვარად, ხელოვნება არა მხოლოდ ესთეტიკური ღირებულების მატარებელია, არამედ ეროვნული იდენტობის განმტკიცებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების საშუალებაც. „საქართველოს მემატიანე“ სწორედ ამის მტკიცე მაგალითია .’'

პროექტის შემაჯამებელ გაკვეთილზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა მასწავლებლისა და მოსწავლეების აქტიური და შედეგიანი თანამშრომლობა, რომელიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების სრულად რეალიზებას უწყობს ხელს. ქალბატონი ნანას პროფესიისა და ბავშვების სიყვარული, ღრმა განათლება, შემოქმედებითი უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი განცდა მისი წარმატებული საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. ამ ინიციატივამ  არამხოლოდ გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა და კვლევითი უნარები, არამედ განავითარა მათი კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი საქმიანობისა და გუნდური მუშაობის უნარები. პროექტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რაც ხელოვნებას კულტურული იდენტობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის პროცესში აკისრია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ხელოვნების კვლევისა და ანალიზის პროცესში, რამაც გააძლიერა მათი პატრიოტული სულისკვეთება და კულტურული თვითშეგნება.

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება