| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია. ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყისია. დედა ყველაზე თბილი, ყველაზე ტკბილი და ყველაზე ძლიერია“, - გვეუბნებიან ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში, სადაც თბილი და მზრუნველი პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
სკოლის მე-3 კლასელებმა (პედაგოგები - ნ. ჯანელიძე, ნ. ვაწაძე) დედის დღე და რვა მარტი სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს:
• მოსწავლეებმა დედებისთვის დაამზადეს მისალოცი ბარათები;
• ბიჭებმა თანაკლასელ გოგონებს თვითნაკეთი კალათები და მისალოცი ბარათები აჩუქეს;
• ასევე მოეწყო ვიქტორინა. ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს კითხვებზე პასუხის გაცემით უნდა მიეღოთ ფრაზა:
„ყველა სიკეთის დედაა ქალი...
ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!!!“
აქტივობები მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
ვიქტორინის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...
„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...