სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
21-02-2025
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება მოეწყო. 

10 თებერვალს, სკოლაში გაიმართა პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა თანამედროვეობის უდიდეს პოეტთან საინტერესო გამოწვევად და თანამშრომლობითი კულტურის მაღალ გამოვლინებად იქცა.

„ორგანიზატორების მიერ ლოგიკურად გააზრებული, ემოციური მუხტის მონაცვლეობით გაჯერებული და ლაკონური ლიტერატურული კომპოზიციის სრულყოფილება ჰარმონიულად შეერწყა სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრებისა და მოსწავლეების ხელით საგანგებოდ შექმნილ გარემოს, დეკორაციის ელემენტები შთაგონებული იყო პოეტის მხატვრული მეტყველებითა და მისი მშობლიური კუთხის, მთის ხალხის ცხოვრების სახასიათო დეტალებით, რამაც ღონისძიების სანახაობრივი მხარე მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა“,- აღნიშნევან სკოლაში. 

 VI-XI კლასების მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს „პოეზიის ხევისბერის“, „მთის შვილის“, ბ-ნ ტარიელ ხარხელაურის პოეტური მარგალიტები. აგრეთვე შექმნეს  ნახატები პოეტის ლექსების მიხედვით და მის პოეზიას საკუთარი თვალით დანახული ფორმა შესძინეს. 

ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკა.

დასასრულს, საპატიო სტუმარმა მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა.

შემოქმედებითი საღამო ქუთაისის N 12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი აქტივობის - „შეხვედრა პოეტთან“ ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პოეტის მეუღლე, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება