TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფილოსოფიური ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების საქართველოში“ - ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
11-02-2025
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვი სრულფასოვნად იყოს ჩართული ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე, ქუთაისის N4 საჯარო მრავალფეროვანი, შემეცნებითი ღონისძიებები ტარდება, რომლებიც მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება.

ახლახან ქუთაისის N4 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულს მასშტაბური ღონისძიება მიუძღვნეს - გამოჩენილი მეცნიერის და ქართველი ფილოსოფოსის, პროფესორ თენგიზ ირემაძის მონოგრაფიის „ფილოსოფიური ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების საქართველოში: ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი“ პრეზენტაცია/განხილვა გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნეს, მოცემულ ნაშრომში შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის სამი მთავარი წარმომადგენლის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ასპექტები ისტორიულ-სისტემური და ფილოსოფიური ანალიზის კონტექსტშია განხილული.

„ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის უფროსკლასელები, ლექციის შემდეგ კი კითხვა-პასუხის სესია გაიმართა. საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური თემატიკის შესახებ ლექცია სკოლის დირექტორის მოადგილე, ფილოსოფიის დოქტორანტმა, ბატონმა ბექა ძოწენიძემ წაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ხმამაღლა კითხვის ტრადიციის აღდგენას. ეს ფენომენი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ახალ თაობასთან დიალოგის სივრცეს ქმნის, ხელს უწყობს ენობრივი კომპეტენციების განვითარებასა და კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება