| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თებერვალში წიგნის საჯარო კითხვის საერთშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ასეთ დროს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ, ერთად აღნიშნონ წიგნის ხმამაღლა კითხვის დღე და თავადაც შეიტანონ წვლილი თანატოლებში კითხვის პოპულარიზაციაში.
ამ მხრივ გამონაკლისი არც მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც წიგნიერების დონის ამაღლებას შთამბეჭდავი და ემოციური აქტივობები მიეძღვნა.
III და IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ელენე ბრაჭულისა და ნატო კელეპტრიშვილის ხელმძღვანეობით, ჯგუფურად წაიკითხეს საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები, იმსჯელეს წაკითხულის შესახებ და დასკვნებიც გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა აქტივობამ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. „დირექცია მადლობას უხდის III და IV კლასის ხელმძღვანელებს ელენე ბრაჭულს და ნატო კელეპტრიშვილს აქტიურობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა