სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის
05-02-2025
-
+


პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესში განმარტებულია ყველა ის ტერმინი, რომელიც პედაგოგებმა და პროფესიაში შესვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ. 

გთავაზობთ ტერმინებსა და მათ განმარტებებს:

ა) პროფესიული განათლების მასწავლებელი – პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში (გარდა პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამისა). პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებია ძირითადი მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებელი, ინსტრუქტორი;

ბ) ძირითადი მასწავლებელი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს ძირითადი მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;

გ) მოწვეული მასწავლებელი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს მოწვეული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არის შესაბამისი დარგის მოქმედი პრაქტიკოსი (რომელიც არ მოიცავს სწავლების გამოცდილებას) და პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;

დ) ინსტრუქტორი – პროგრამების თანაგანმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენელი, რომელიც ამავე დაწესებულებაში პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;

ე) პროგრამა(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულება – მეწარმე სუბიექტი/იურიდიული პირი, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების“ შესაბამისად, ჩართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დუალური ან კოოპერაციული სწავლების ფორმით განხორციელებაში;

ვ) კანდიდატი - პირი, რომელსაც სურს ძირითად, ან მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დაწყება;

ზ) ელექტრონული სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ელექტრონულად ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება;

თ) დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებები (შემდგომ - დაწესებულება);

ი) პორტფოლიო – პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის, უწყვეტი პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების პროცესში მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული წარმატების ამსახველი დოკუმენტების ორგანიზებული ერთობლიობა;

კ) მსმენელი – პროფესიული განათლების მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, რომელიც გადის პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება