სიახლეები
ყველაზე პოპულარული


რომელი პედაგოგები გაივლიან სპეციალიზებულ ტრენინგებს - სტრატეგიის დოკუმენტი
31-01-2025
-
+


განათლების სამინისტროს 2024-2030 წლების სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებას ეხება, საუბარია პედაგოგების უწყვეტ პროფესიულ განივთარებაზე.

დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ სექტორის შიგნით, სფეროს პრაქტიკოსებსა და მასწავლებლებს შორის სინერგიის მიღწევისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გათვალისწინებულია მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების გაძლიერება. ქსელები გააერთიანებს ერთი დარგის/მიმართულების პროგრამათა მასწავლებლებს და შექმნის პლატფორმას კოლეგებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სივრცეში.

„ყურადღება გამახვილდება ასევე  ინსტრუქტორ-მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სხვა მასწავლებლებთან მათი დაახლოებისა და კოოპერაციის ხელშეწყობაზე“, - ნათქვამია სტრატეგიაში, რომელიც ასევე, ითვალისწინებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შეთავაზებას სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მასწავლებელთათვის სპეციალიზებული ტრენინგების შეთავაზებას ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიის საკითხებზე. 

„მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და სასწავლო ვიზიტები ევროპის წამყვან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.  პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მიზნით შეიქმნება სისტემური მიდგომები, რაც სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული განათლების მასწავლებლების უცხო ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციებში სასწავლო ვიზიტებს და პრაქტიკებს შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება