| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თაოსნობით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის, 7 და 8 იანვარს, ხელოვნების სასახლეში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიური, ტრადიციული საშობაო კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიებაში კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „მომავლის ბავშვები“ მონაწილეობდნენ. მათ მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს და შობა-ახალი წელი მრავალფეროვანი ნომრებით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
„მადლობას ვუხდით სტუდიის ხელმძღვანელს, ნანა ჩხიკვაძეს პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის. გულწრფელი მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომლებმაც ემოციებითა და ენთუზიაზმით თითოეული ნომერი დაუვიწყარი გახადეს.
ასევე, მადლობა ჩვენს დიზაინერს. გმირების ფორმირებაზე იზრუნა სამკერვალო სახლმა „დიადემა”. თქვენი შრომა და შემოქმედებითი ხედვა დასაფასებელია. მადლობა იამზე ვაჩეიშვილს, მის მიერ დაფიქსირებული ფოტოები ყოველთვის განსაკუთრებული და ჯადოსნურია“,- ამბობენ კულტურის ცენტრში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა