TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული წინასაახალწლო დღეები თბილისის N31 საჯარო სკოლაში
24-01-2025
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად ექცათ.  

შობა-ახალი წელი, რომ სასწაულების პერიოდია - ამაში, სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.

მოსწავლებს, საახალწლო ზეიმზე - „ახალი წლის სასწაული“,  სტუმრად ეწვია ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი - ნუგზარ კვაშალი, რომელმაც პატარები ძალიან გაახარა და განსაკუთრებული საზეიმო განწყობაც შეუქმნა.

„უამრავი სიურპრიზი და საჩუქრების ზღვა, ჩვენი პატარებისთვის საოცარი და შთამბეჭდავი დღე“, - ასე შეაფასეს სკოლაში დაუვიწყარი ზეიმი, რომელიც პედაგოგისა და საბავშვო მწერლის - ნათია აბულაძის ორგანიზებით მოეწყო. 

საზეიმო განწყობას, დიდი ჟრიამულით შეუერთდნენ მე-3ა კლასის მოსწავლეებიც, დამრიგებელის - ხათუნა ოდელაძის ხელმძღვანელობით. მათი სემესტრის ბოლო აქტივობა - „საახალწლო თამაშები“, გახლდათ. 

თამაშები ძალიან სახალისოდ ჩატარდა, რამაც ბავშვებში სასიამოვნო მღელვარება და დიდი სიხარული გამოიწვია. მათ ასევე საკუთარი ხელით დაამზადეს საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები და ბარათები -„ჩემი საახალწლო ნატვრა“, სადაც საკუთარი სანუკვარი ოცნებები ჩაწერეს.

მე-3ა კლასში ასევე  განხორციელდა პროექტი - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მსოფლიოს ქვეყნებში“. მოსწავლეებმა გაიგეს მრავალი ახალი და უცნაური ტრადიციის შესახებ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის დადგომას უკავშირდება.

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა კი, შობა-ახალი წელი იტალიური ლექსებით მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას. მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი იტალიელი პოეტების: ტერეზა რომეი კორეჯის (Poesia: All'anno Nuovo di Teresa Romei Correggi), ჯანი როდარისა ("Filastrocca di Capodanno",L’anno nuovo (di G. Rodari) და ვივიან ლამარკეს ( Buon anno, Buon anno! di Vivian Lamarque) საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ლექსები.

მათი პედაგოგი მადონა ბოკუჩავა გახლდათ. 

საზეიმო ჟრიამულის მიღმა არც მე-7ა კლასი დარჩენილა, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრებითა და საუკეთესო სურვილებით, მოსწავლეებსა და პედაგოგებს 2025 წელი მიულოცეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება