TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა 
24-01-2025
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში, სასწავლო სემესტრი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლაში საახალწლო ზეიმი - „ახალი წელი-ოცნებების ასრულების დრო“, გაიმართა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სიტყვა, ლექსი, სიმღერა, სკეჩი თუ სახალისო თამაშები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ ზეიმით, კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო არაფორმალური განათლების ინტეგრირების მნიშვნელობა ფორმალურ განათლებასთან.

აღსანიშნავია, რომ ქიმიის მასწავლებელმა - თინათინ ბერიძემ, რომელიც ამასთანავე მეშვიდე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი გახლავთ, ამ კლასის ყველა მოსწავლეს საკუთარი ხარჯით საახალწლო საჩუქრები გადასცა.

„მადლობა მას მხარდაჭერისათვის! მოსწავლეებისთვის ეს აქტივობა არა მარტო გართობის, არამედ ახალი ცოდნა-გამოცდილების შეძენის შესაძლებლობად იქცა“, - აღნიშნავენ სკოლაში, მადლობას უხდიან პედაგოგს, აქტიურ მოსწავლეებს და ახალ წელს ულოცავენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება