| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.
მათ შორის აღსანიშნავია I სემესტრის მიწურულს გამართული საახალწლო ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად დირექციამ საზეიმოდ მორთო სკოლა. ფოიეში დაიდგა და აინთო ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხე.
მოსწავლეებმა მშობლებს, მასწავლებლებს და თანატოლებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს. ბავშვების შემოქმედებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებს დირექტორმა - ნინო მელქოშვილმა თოვლის პაპის სახელით საჩუქრები გადასცა.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
სასკოლო საზოგადოებამ ახალი 2025 წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა